თუ "ოცნება" უმრავლესობას შეინარჩუნებს, საქართველოს ევროინტეგრაცია განწირულია - ევროპარლამენტარი
"თუ "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ უმრავლესობას შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია განწირულია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა.
კოლსი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია არჩევნების გზით პროდასავლური ხელისუფლების არჩევა, რომელიც არათუ დააშორებს საქართველოს ევროკავშირს, არამედ დაუახლოვებს.
ევროპარლამენტარი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" პოლიტიკური ქმედებების გამო და ხაზგამით აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან არაფერია მოხსნილი - უვიზო რეჟიმის გაყინვიდან დაწყებული, ფინანსური დახმარების შემცირებით დამთავრებული. მისვე თქმით, არ არის გამორიცხული ინდივიდუალური სანქციებიც.
კოლსი "ოცნებას" აფრთხილებს, რომ არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. ევროპარლამენტარის განცახდებით, თუ მცირედი მცდლეობა მაინც იქნება, რომ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოხდეს, ამას შედგები აუცილებლად მოჰყვება და მათ ქმედებებზე თვალს ევროკავშირი არ დახუჭავს.
ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გაიმართება ევროპარლამენტში, რადგან საქართველო ევროკავშირის ასპირანტი და სტატუსის მქონე ქვეყანაა და სურს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლააპარაკებები დაიწყოს. ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის ქმედებების გამო მდგომარეობა უარესდება ეს მხოლოდ შეშფოთება აღარაა, ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა კოკრეტული კანონდებლების წინააღმდეგ სანქციებიც დააწესა. ჩვენ წერილიც მივწერეთ ევროკომისარს სამეზობლოს გაფართოების საკითხებში, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება ფართო სადამკვირვებლო მისია უნდა გამოგზავნოს საქართველოში არჩევნებზე. უნდა დავწრმუნდეთ, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, გამჭირვალე და არ იქნება მანიპულაციის მცდელობა არჩევნების შედეგებზე. თუ არსებობს უკვე სიგნალი სავარაუდო მექანიზმებთან დაკავშირებით, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ პროცესებში ხელის შეშლაში , მათ პასუხისთვის ფართო არჩევანი აქვთ. მოლაპარაკების მაგიდიდან არაფერია მოხსნილი, უვიზო რეჟიმის გაყინვიდან დაწყებული, ფინანსური დახმარების შემცირებით დამთავრებული და არ არის გამორიცხული ინდივიდუალური სანქციებიც. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდებთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს სავალდებულოა. თუ მცირედი მცდლეობა მაინც იქნება, რომ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოხდეს , ამას შედგები აუცილებლად მოჰყვება და მათ ქმედებებზე თვალს ევროკავშირი არ დახუჭავს. თუ ქართული ოცნება შეინარჩუნებს უმრავლესობას , ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის გზა განწირულია. დამთავრებულია. სხვა გზა აღარ იქნება", - აცხადებს კოლსი.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დღეს იმსჯელებენ - განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.
განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.