გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე

08.10.24 13:40
გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე

„ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა ერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგას: 

„ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. 
ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი […]
„ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. 
ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა.
ევროკავშირის კარი ღიაა. „ […]
როგორც მეგობარმა მსურს გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე.  
თქვენი გადასაწყვეტია"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები