რეკეტის მსხვერპლი 6 ბიზნესმენის საქმე - გიორგი ჩიკვაიძე გენპროკურორს საჯარო დებატებში იწვევს

08.10.24 14:11
რეკეტის მსხვერპლი 6 ბიზნესმენის საქმე - გიორგი ჩიკვაიძე გენპროკურორს საჯარო დებატებში იწვევს

ბიზნესმენი გორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ივანიშვილი ბიზნესრეკეტში პირველმა ამხილა, გენერალურ პროკურორს საჯარო დებატებში იწვევს. ჩიკვაიძე მზადაა, გაბიტაშვილთან ერთად ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დაჯდეს და პირისპირ მოუყვეს, მინიმუმ, 6 ბიზნესმენის საქმე, სადაც სისტემის მხრიდან ზეწოლა და ტერორი იკვეთება.

ბიზნესმენის თქმით, თუკი გენპროკურორი დებატებზე უარს იტყვის, არჩევნებამდე 6 დღით ადრე საგამოძიებო უწყებასთან 6 დღიანი აქცია გაიმართება, სადაც თითო დღეს რეპრესიების მსხვერპლ თითო ბიზნესმენის ქეისს გაასაჯაროებენ.

ვიწვევ დებატებში ქვეყნის გენერალურ პროკურორს. მე ვიქნები 6 ბიზნესმენის საკითხით წარმოდგენილი, ვინც მზადაა, ჩემთან ერთად ისაუბროს მის პრობლემებზე და რეკეტზე და თუ ამ დებატებზე იქნება უარი, არჩევნებამდე 6 დღით ადრე და ამას გავაკეთებთ ძალიან მიზანმიმართულად, ჩვენ დავიწყებთ დემონსტრაციებს გენერალური პროკურატურის წინ და 6 დღის განმავლობაში დღეში ერთ ქეისს 6 ბიზნესმენთან ერთად გამოვიტანთ საჯაროდ, რომ ადამიანებმა ზუსტად 26 ოქტომბრამდე კიდევ ნახონ, რომ ეს ხელისუფლება არის ძალადობრივი და რუსული, - ამბობს ჩიკვაიძე. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი ბიზნესის რეკეტში მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა გიორგი ჩიკვაძემ ამხილა. ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

უკვე დღეს ბიძინა ივანიშილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ბიზნეს რეკეტში კიდევ ერთმა ბიზნესმენა, ირაკლი ჭითანავამ ამხილა. 

მსგავსი სიახლეები