სად არის ივანიშვილი - "ოცნებაში" პირველი განცხადება გაკეთდა

08.10.24 14:29
სად არის ივანიშვილი - "ოცნებაში" პირველი განცხადება გაკეთდა

"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზდენტაციაზე ბიძნა ივანიშვილის და ღარიბაშვილის დასწრების აუცილებლობა არ იყო. მმართველი გუნდის წევრის თქმით, პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, პარტიის თავმჯდომარეებისთვის ისედაც ცნობილი იყო. 

ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამაზე, მათთან იყო შეთანხმებული ის პროგრამა, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ეს არის პარტიული შიდა გადაწყვეტილება. ეძებთ რაღაცას იქ, რაც არ არის, - ამბობს გივი მიქანაძე.

გადამწყვეტ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. 

ეს ის ღონისძიებაა, რომელიც როგორც წესი, ყოველ წელს პირველ ოქტომბერს იმართება ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს ღონისძიება, როგორც "ოცნებაში" ამბობენ, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

 

მსგავსი სიახლეები