ივანიშვილი, როგორც ჩანს, არ ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო - სეფაშვილი

08.10.24 14:35
ივანიშვილი, როგორც ჩანს, არ ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო - სეფაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ყოფნა გარდაუვალი აუცილებლობა არ  იყო.

დეპუტატმა არც ის გამორიცხა, რომ სწორეს ასე ეფიქრა თავად ივანიშვილსაც: 

საპატიო თავმჯდომარეც ალბათ თვითონ გადაწყვეტს, რომელ ღონისძიებას დაესწროს და რომელს არ დაესწროს. ეს, თქვენი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ფიქრობთ, რომ უნდა დაესწროს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იგი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს. ასე რომ, არავითარი გარდაუვალი აუცილებლობა არ იყო იქ, რომ აუცილებლად დასწრებოდა. ასე რომ, მე ამაში სასკანდალოს ვერაფერს ვხედავ, - ამბობს ეკა სეფაშვილი.

გადამწყვეტ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. 

ეს ის ღონისძიებაა, რომელიც როგორც წესი, ყოველ წელს პირველ ოქტომბერს იმართება ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს ღონისძიება, როგორც "ოცნებაში" ამბობენ, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მსგავსი სიახლეები