ქართული პასპორტი ივანიშვილის რუს ექიმბაშს - ბიზნესმენი გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
საქმე ეხება სიუჟეტს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში „სიცოცხლის გახანგრძლივების” რუსი „ექიმბაში”, იულია კრუშანოვა ჩამოიყვანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, კანონდარღვევით მიანიჭეს.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძის თქმით, რეკომენდაცია მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გასცა.
მინდა გითხრათ, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი, ვინც მონაწილეობდა ზღაპრებზე აგებულ რეკომენდაციების გაცემაში და ხელმძღვანელობდა იულია კუშანოვასთვის მოქალაქეობის მიღების სპეცოპერაციას, გახლდათ ქალბატონი თეა წულუკიანი. მის პერიოდში დაიწყო რეკომენდაციების გაცემა და უკვე რატი ბრეგაძის პერიოდში მოხდა ამ ადამიანისთვის პასპორტის მინიჭება, - ამბობს ბიზნესმენი.