კალაძისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციას "ფასი არ აქვს"

08.10.24 15:19
კალაძისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციას "ფასი არ აქვს"

კახა კალაძისთვის ევროპარლამენტარების რეზოლუციას "ფასი არ აქვს" - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ  ევროპარლამენტარები მოსყიდულები არიან, მათ მიერ შედგენილი რეზოლუციები კი შეკვეთითაა დაწერილი. 

"ოცნების" გენერალური მდივანი ევროპელ ლიდერებს დემოკრატიას უწუნებს და ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი?

როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ რეზოლუციებზე, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, გულწრფელად ვამბობ, იმიტომ, რომ ვიცით, როგორ იწერება აღნიშნული რეზოლუციები. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ მაგალითად ეს კონკრეტული რეზოლუცია ვიღაცის ლობირებით, ვიღაცას ფული მისცეს და ამის შედეგად დაიწერა. რა არის ხო ახლა აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი, გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილი, წარმოგიდგენიათ? ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას და გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გამოშვებული. ეს არის დემოკრატია. ასე ფუთავენ, რომ თურმე ეს არის დემოკრატია. მაგალითად, დავასანქციროთ ივანიშვილი. რატომ ხო? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი? - განაცხადა კალაძემ. 

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადებიან - ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. სხვადასხვა ფრაქციებმა რეზოლუციის 7 პროექტი მოამზადეს, რომელსაც პოლიტიკურ დებატებთან ერთად დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ. 

დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა პაუსიხმგებლობა არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ  იმ ადამინებსაც უნდა დააკისროს, ვინც ოპოზიციის და დემონსტრანტების მიმართ სერიულ ძალადობაში მონაწილეობდა. სიაში მოხვდნენ აგრეთვე მოსამართლეებიც. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები სავიზო სანქციების დაწესებასაც ითხოვენ.  განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები