სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ.
პოლიტიკოსები ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში" შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ.
პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები უკვე იმყოფებოდნენ.