ევროპარლამენტი დღეს აჩვენებს, რომ არ აპირებს ივანიშვილს დაუთმოს ქართველი ხალხის ევროპული მონაპოვარი - სამადაშვილი
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადებიან - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი დღეს აჩვენებს, ივანიშვილისთვისს ქართველი ხალხის ევროპული მონაპოვარის დათმობას არ აპირებს.
სამადაშვილი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტი შესაბამის ზეწოლას განახორციელებს ოლიგარქზე.
ევროპარლამენტი, ვფიქრობ, რომ დღევანდელი განხილვით და რეზოლუციით, რომელსაც მიიღებს, აჩვენებს, რომ გვერდში უდგას ქართველ ხალხს, არ აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუთმოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მონაპოვარი, რომ შესაბამის ზეწოლას განახორციელებს ოლიგარქზე, ან ხელისუფლებაში რჩება ძალაუფლების უზურპაციის გზით რუსი ოლიგარქი და საქართველოს უუქმდება ევროკავშირთან უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, ან ჩვენ რეალურად ვდგებით უკვე ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ გზაზე", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადებიან - ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. სხვადასხვა ფრაქციებმა რეზოლუციის 7 პროექტი მოამზადეს, რომელსაც პოლიტიკურ დებატებთან ერთად დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ.
დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა პაუსიხმგებლობა არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ იმ ადამინებსაც უნდა დააკისროს, ვინც ოპოზიციის და დემონსტრანტების მიმართ სერიულ ძალადობაში მონაწილეობდა. სიაში მოხვდნენ აგრეთვე მოსამართლეებიც. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები სავიზო სანქციების დაწესებასაც ითხოვენ. განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება.