"მარსზე და ნეპტუნზე რომ მოითხოვოთ საარჩევნო უბნის გახსნა, ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ? - ხმაური ცესკოს სხდომაზე

08.10.24 15:53
"მარსზე და ნეპტუნზე რომ მოითხოვოთ საარჩევნო უბნის გახსნა, ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ? - ხმაური ცესკოს სხდომაზე

ხმაური ცესკოს სხდომაზე - ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ოპოზიციონერი წევრი, გიორგი სიორიძე დღის წესრიგში სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნაზე საკითხის დამატებას ითხოვდა, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მოთხოვნა დაბლოკა, რასაც სხდომაზე კამათი მოყვა. 

გიორგი სიორიძე ცესკოს შეფს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშუალებს და განმარტებებს ითხოვს. კალანდარშვილი კი თავის მართლების რეჟიმშია, ამბობს, რომ უარის თქმის საფუძველი საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილია, რომლისგანაც მიიღეს პასუხი, რომ სტრასბურგში რადგან საქართველოს საკონსულო არ არის, ადგილზე საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნება.

"გიორგი, ახლა რას მეუბნები, რომ მოითხოვოთ მარსზე და ნეპტუნზე გავხსნათ საარჩევნო უბანი, ამაზე უნდა იმსჯელოს კომისიამ? ეს თქვენი სპექტაკლის ნაწილია", - უთხრა სიორიძეს კალანდარიშვილმა.

ცესკოს სხდომა უკვე დასრულდა - ზუსტად რამდენი ემიგრანტი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა, რაც ოფიციალური უწყებები ცესკოს ოფიციალურ მონაცემს გადმოუგზავნიან. 


 

 

მსგავსი სიახლეები