"ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ მოქალაქეს ტელეფონი წაართვა (ვიდეო)
მოქალაქე წერს რომ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა - კომიკოს ონისე ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ის დეპუტატს და ცდილობს კითხვა დაუსვას, თუმცა მას კანონმდებელი მოწყობილობას ართმევს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ჭოველიძის ქუჩაზე მოხდა და მას შემდეგ რაც ტელეფონი გაითშა, მას 20-მდე ადამიანი გამოეკიდა:
ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შვეუგზავნო როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი რო მენახა რუსის თვალები როგორია. ხოდა ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა.
ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომსდწვს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რო პატრულში დარეკეთ მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რავიცი აბა.
წადით არჩევნებზე 26-ში