26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს, ვინ იქნებიან მინისტრები და ვინ პრემიერი - ანა დოლიძე
ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში პრეზიდენტის და კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე “დისკუსია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე არ ყოფილა“.
“ეს იყო განხილვა პროცესისა, სადაც პრეზიდენტის როლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დანარჩენი ტექნიკური დეტალებია“, - თქვა მან.
ამასთან, დოლიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვინ იქნებიან მინისტრები და პრემიერი, ამას დაადგენს ხალხი, 26 ოქტომბრის შემდეგ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკოსი.
ჩვენ ვემორჩილებით საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ბოლო 100 წელია ამბობს, რომ ხელისფლების წყაროა ხალხი. ვემორჩილებით ხალხის ნებას, რომელიც განხორციელდება და გამოიტანს თავის ვერდიქტს 26 ოქტომბერს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტში, არამედ ამომრჩეველი, ქართველი ხალხი, საარჩევნო უბნებთან.
ჩვენთვის უპირველესია დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არ გვაქვს, რადგან ერთი კაცი თავის სასახლეში არჩევს ვინ უნდა იყოს მინისტრი და დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჩვენთვის მთავარია, აი, ამ პრინციპის წინაღმდეგ ბრძოლა, რომ ერთი ადამიანი, გამოკეტილი თავის სასახლეში ალაგებს თანამდებობებს. ჩვენ გვინდა საქართველოს კონსტიტუციას და მის მთავარ დებულებას დავუბრუნოთ ცხოვრება, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და მათ დავანიშნოთ მთავრობა. 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს, ვინ იქნებიან მინისტრები და ვინ პრემიერი“, - განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება კონსულტაციების გაგრზელების პროცესს - ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე პრეზიდენტს უნდა ჰკითხონ.
ეს პროცესი პრეზიდენტის ინიციატივითაა წარმართული და მას უნდა ჰკითხოთ, როგორ წარმიმართება ეს კონსულტაციების პროცესი. ჩვენ ვუთხარით დღეს, რომ ვართ კონსტიტუციის ჯარისკაცები, ქარტიაშიც ნათლად წერია, რომ ეს პროცესი ხორციელდება მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ მანდატს. ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას- თუ 26 ოქტომბერს გვეტყვიან, რომ თქვენი ადგილი არ არის პოლიტიკაში, არ ვიქნებით, წავალთ სახლში.
ნებისმიერი პირი, რომელიც 26 ოქტომბრამდე შეხვედრაზე შევა არავინ არ არის, ის არის კანდიდატი, არჩევნების შემდეგ გვექნება ჩვენ ლეგიტიმააცია, რომელსაც მერე გადავცემთ ვიღაცას“, - განაცხადა დოლძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.
მანამდე კი "ნოდარ მელაძის შაბათს" უთხრა, რომ ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნობს და შესთავაზებს მის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება.
პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს.