ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან - ხიდაშელი

08.10.24 17:26
ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან - ხიდაშელი

ამერიკისა და ევროკავშირისგან შეწყვეტილი დახმარებები - თინა ხიდაშელი იმ რეპუტაციულ ზიანზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ქევყანას "ქართული ოცნების" პოლიტიკამ მოუტანა.

"ოცნების" ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველო, ისრაელის შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა შტატებისგან და მისი თქმით, ეს იყო შედეგი იმ მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა.

პოლიტიკოსის განცხადებით ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას სტრატეგიულ პარტნიორებთან დიდი დრო დასჭირდება.

ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჰქონდა ჯამურად შტატებისგან. ეს იყო შედეგი რა თქმა უნდა, იმ ძალიან მაღალი ნდობის და რეპუტაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. კი ბატონო გვიჭირდა, კი ბატონო, ღარიბი სახელმწიფო ვიყავით, კი ბატონო, პრობლემები გვქონდა აგრესიულ მეზობელთან, მაგრამ ეს სახელმწიფო იმსახურებდა იმ მხარდაჭერას და პოლიტიკური კაპიტალის გაწირვას მისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა. დღეს ეს დადგა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე. ჩვენ რეპუტაცია შეგვილახა "ქართულმა ოცნებამ", როგორც ქვეყანას. "ქართული ოცნება" ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ ამ რეპუტაციის და ნდობის აღდგენას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს 26 ოქტომბერი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირის 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად დაკარგავს - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა. 

ევროკავშირი პირდაპირ წერს, რომ თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

მსგავსი სიახლეები