“ქართული ოცნება“ მარცხდება, ჩვენ ვიგებთ - ვაშაძე

08.10.24 17:28
“ქართული ოცნება“ მარცხდება, ჩვენ ვიგებთ - ვაშაძე

ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში პრეზიდენტის და „ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვერდა დასრულდა. 

შეხვედრის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც ევროპულ სიკეთეებს მოიტანს.“

ამასთან, ვაშაძემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან დისკუსიისთვის და ყველასთან სასაუბროდ.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ამ ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც მოიტანს ევროკავშირს, ევროპულ სიკეთეებს. დისკუსიას წინ არაფერი უდგას,  ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ გახსნილი ვართ ყველასთან სასაუბროდ, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მაგარი განწყობა, რომ ვიმარჯვებთ, ქართული ოცნება მარცხდება, ჩვენ ვიგებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.  

მანამდე კი "ნოდარ მელაძის შაბათს" უთხრა, რომ ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნობს და შესთავაზებს მის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება. 

პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. 

მსგავსი სიახლეები