დავით კაჭარავა ამას არ იკადრებდა - "ოცნება" თანაგუნდელს იცავს

08.10.24 17:31
დავით კაჭარავა ამას არ იკადრებდა - "ოცნება" თანაგუნდელს იცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით კაჭარავას გარემოცვა თბილისში, ჭოველიძის ქუჩაძე მომხდარ ინცინდენტში დეპუტატის გამართლებას ცდილობს. 

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა ოდიშარიას შვილი ამტკიცებს, რომ ადგილზე პროვოკაცია სთენდაფერმა ონისე ოქრიაშვილმა მოაწყო. 

საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, როგორ წაართვა დეპუტატმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეს მობილური ტელეფონი. 

შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა თავად ბექა ოდიშარიაც - მმართველი პარტიის ლიდერი თანაგუნდელს იცავს და ამბობს, რომ კაჭარავა თავდასხმას "არ იკადრებდა". 

ვფიქრობ, რომ დავით კაჭარავა იმ ახალგაზრდას ფიზიკურად არ დაპირისპირებია, დავითი ამას არ იკადრებდა. რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ის არის ძალიან მშვიდობიანი და დემოკრატიულია. მე ჩემი შვილით, ოჯახით მხარს ვუჭრ დავით კაჭარავას"- თქვა მან. 

ონისე ოქრიაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ, რომლისთვისაც ქუჩაში კითხვის დასმას აპირებდა, ტელეფონი წაართვა.

მეტიც მისი თქმით, მას შემდეგ რაც მობილური გამოირთო, მას კაჭარავას გარემოცვის წევრები აედევნენ. 

მსგავსი სიახლეები