რუსეთმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელსაც მოსკოვი დიპლომატიურ შეღავათებს უწესებს

08.10.24 20:41
რუსეთმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელსაც მოსკოვი დიპლომატიურ შეღავათებს უწესებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლების ჯერ გასაიდუმლოებული გეგმა რუსულმა დოკუმენტებმა გათქვა. ირკვევა, საქართველო რუსეთმა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის საკონსულოებსაც შეღავათიან საგადასახადო პირობებს უწესებს და მხარს უჭერს. სიაში დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა შეყვანილი ოკუპირებული ტერიტორიებიც. გამოცემა "სოტასთვის" ეს დოკუმენტი სიგნალია, რომ მალე დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება. ანუ  შესაძლოა, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესის სექცია, რუსეთის  საკონსულოთი შეიცვალოს.

"პირველების" კითხვას, აპირებს თუ არა "ოცნების" ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, პარტიის გენერალური მდივანი გაურბის. არაერთი მცდელობის მიუხედავად, კახი კალაძე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა, თუმცა ისიც თქვა, რომ "სამეზობლოსთან ჩვენს ქვეყანას იდეალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს". 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს კრემკლისგან დავალება აქვს მიღებული - ჯერ იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, შემდეგ კი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღარება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები