"ოცნების" პარტიული ღონისძიება პარტიის პირველი პირების გარეშე - სად არიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი?

08.10.24 20:40
"ოცნების" პარტიული ღონისძიება პარტიის პირველი პირების გარეშე - სად არიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი?

 

 

პარტიული ღონისძიება პარტიის პირველი პირების გარეშე - "ქართული ოცნების"  თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე  მთავარ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე არ მივიდნენ. სცენაზე მხოლოდ ირაკლი კობახიძე იდგა. 

ივანიშვილი უკვე მეორედ არიდებს თავს გამოჩნდეს იქ, სადაც ირაკლი კობახიძეა. პრემიერის კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ, ის ოლიგარქთან ერთად საჯარო სივრცეში არავის უნახავს. მას შემდეგ, რაც ის ნიუ-იორკიდან ხელცარიელი დაბრუნდა, "ოცნებას" არც ამომრჩეველთან შეხვედრა დაუგეგმავს. ტრადიციული ღონისძიება, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი ყოველ შაბათს სხვადასხვა ქალაქში გეგმავდა, გასულ შაბათს არ ჩატარებულა. 

ივანიშვილისა და ღარიბაშვილის გადაწყვეტილებების ახსნა "ოცნებაშიც" უჭირთ. დღეს გაკეთებული განცხადებები, პრაქტიკულად, ადასტურებს, რომ პარტიაში დიდი დაბნეულობა და არეულობაა. ივანიშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ,  დეპუტატები ვერც კი იხსენებენ როდის ნახეს ბოლოს პარტიის ოფისში მისული ღარიბაშვილი.

"ოცნება" დღეს ამბების შენიღბვას შეეცადა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მონაწილეების შესახებ პოლიტსაბჭომ მიიღო. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები