კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში - რა მთავარი გზავნილები გააჟღერა ოპოზიციამ

08.10.24 20:39
კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში - რა მთავარი გზავნილები გააჟღერა ოპოზიციამ

 

 

კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში, დღე მეორე - პირველი პრეზიდენტთან შესახვედრად "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მივიდნენ. მთავრობის დაკომლექტებაზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც ოპოზიცია ხალხის მანდატს მიიღებს - ასეთია კოალიციის პოზიცია, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილს გააცნეს. კონკრეტული გვარები დღესაც არ განხილულა, ამიტომ უცნობი რჩება, ვის დასახელებას აპირებს პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად. 

კონსულტაციების გასაგრძელებლად მზად არის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც", თუმცა, კოალიცია სასურველ დროდ ასევე არჩევნების შემდეგ პერიოდს მიიჩნევს. ყველა ოპოზიციური გაერთიანება იმ ქარტიის ერთგული რჩება, რომელიც ზურაბიშვილის ინიციატივით გაფორმდა. ახლა მთავარი ამოცანაა, ხელისუფლების გადაბარების პროცესის უზრუნველყოფა, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი პრეზიდენტმა ითამაშოს.

სალომე ზურაბშვილმა კონსულტაციები სასასახლეში გუშინ დაიწყო. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები მთავარსარდალს უკვე შეხვდნენ, მეორე დღეა სასახლეში პრეზიდენტი ელის გახარიას გუნდს, თუმცა ყოფილი პრემიერი არ ჩქარობს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები