ტერორი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და კრიტიკული მედიის დევნა - წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში
მძიმე წინაასარჩევნო გარემო ქვეყანაში - აღმოჩენილია ფაქტები, რომლებიც სავარაუდო დანაშაულებების ნიშნებს შეიცავს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ტერორი, შანტაჟი და ხალხის მოსყიდვა - საგანგაშო კვლევას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს.
ირკევა, რომ საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების დროს, გადაწყვეტილება ხშირად, კონსესუსით არ მიიღწეოდა. ოპოზიციის ხმების გარეშე პოსტზე 209 ადამიანის დანიშნეს. "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოავლინა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად საბიუჯეტი ორგანიზაციების თანამშრომლები დანიშნეს, რაც ეჭვებს აჩენს.
წინასაარჩევნო გამოწვევად ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიები დასახელდა. რაჟდენ კუპრაშვილმა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა'' და ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპა'' პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრა. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში ისევ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის, დაშინების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები.
კიდევ ერთ წინასაარჩევნო გამოწვევად საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლება სახელდება. მესამე სექტორის შეფასებით, ცესკომ და საგარეო საქმეთა სამინსიტრომ არ გამოიჩინეს ნება, რომ საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბანი გაეხსნათ.
კვლევით ასევე ირკვევა, რომ "ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო გააქტიურა. დოკუმენტის თანახმად, მმართველმა პარტიამ სიცრუის პროპაგანდა ხალხის მოტყუების მიზნით მთელი სიმძლავრით აამუშავა, ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედია კი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. განახლებული ძალებით დაიწყო იერიში მედიაზეც.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.