"ოცნების" მოქმედებები ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას გვახსენებს - ვერა იუროვა
ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განიხილვისას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის წერილი წაიკითხა.
ბორელი იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომელსაც პრემიერი და მმართველი პარტია დასავლეთის და ევროკავშირის წინააღმდეგ ავრცელებენ და დააანონსა, რომ EU მსგავს ყალბ ნარატივებს "ფარდას ახდის".
"საპალამენტო არჩევნები არის გარდამტეხი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული ოცნების მოქმედებები გვახსენებს ავტორატირული რეჟიმებს ტაქტიკას, “ - წერია ბორელის წერილში.
26 ოქტომბერს საქართველოს სამ მილიონზე მეტი მოქალაქე მისცემს ხმას პარლამენტის არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნები არის გარდამტეხი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. დეკემბერში, როცა მიენიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს იქნებოდა სტიმული მთავრობისთვის, რომ განეხორციელებინა რეფორმები, ამის მაგივრად, მმართველმა ძალამ შემოიტანა კანონები, რომელმაც დააშორა ამ მიზნებს.
უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ზიანს აყენებს მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას თავიდან შემოტანეს. გაიზარდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა. ევროკავშირმა უპასუხა ზომებით. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი, 30 მილიონამდე დახმარება არის გაჩერებული.
ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, შეეწყვიტა ეს მოქმედებები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირში გაწვირიანებას. ყალბი ბრალდებები მოვისმინეთ და სამარცხვინო დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს მმართველი პარტია, რომ დასავლეთი ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას. ეს არის ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთბებისთვის. ეს ნარატივი ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს. ევროკავშირი ფარდას ახდის ამ ნარატივს და უპასუხებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. მმართველი ძალის კამპანიას უკვე ჩირქად მოეცხო მათი ქმედებები, დაპირების ჩათვლით, რომ აიკძალება ოპოზიციური პარტიები. ეს ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას. თუ ეს განხორციელდება, ეს შეეწინააღმდეგება ევროკავშიის პრინციპებს, - წერია ბორელის წერილში.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.