ევროკავშირის პოლიტიკა ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეუსაბამოა - იუნკევიჩიანე
ევროკავშირის პოლიტიკა ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეუსაბამოა, - ეს განცხადება ევროპარლამენტში რასა იუნკევიჩიანემ გააკეთა. ევროდეპუტატმა პირდაპირ თქვა, ერთდროულად პროევროპელი და კრემლის მხარდამჭერი ვერ იქნები.
იუნკევიჩიანემ ასევე ყურადღება მოახლოებულ არცევნებზე გაამახვილა და თქვა, რომ თუ საქართველო ლუკაშენკოს გზას გააგრძელებს, ვიზალიბერალიზაციის პროცესს გადააფასებს.
ევროდეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სწორედ "ქართულ ოცნებაზეა".
ძლიერ რეზოლუციაზე შევთანხმდით საქართველოსთან დაკავშირებით. ესაა ევროპარლამენტის ნათელი და მკაფიო გზავნილი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების მიმართ. ევროკავშირის პოლიტიკა მათთან შეუსაბამოა. ვერ იქნები პროევროპელი და კრემლის მხარდამჭერი ერთდროულად. ევროპა და სტალინი ერთად შეუძებელია. არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუ ლუკაშენკოს გზა გაგრძელდება ევროკავშირი გადააფასებს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია, მთავრობამ პასუხი უნდა აგოს თუ მისი ჯანმრთელობა დაზიანდება. საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. იმედია, გზა, რომელსაც აირჩევთ, იქნება დემოკრატიული“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.