ევროპარლამენტის მძიმე განაჩენი "ოცნებას" - რა გზავნილები გააჟღერეს ევროდეპუტატებმა
ივანიშვილი უდრის ლუკაშენკოს, "ოცნება" - ავტოკრატიულ რეჟიმებს - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დაიწყო. უმწვავესი დებატები ევროკომისრის წარმომადგენელმა ვერა იუროვამ გახსნა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში ვრცელი მოხსენება წაიკითხა. იუროვამ პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირი "ოცნების" ქმედებებით შეშფოთებულია და აღნიშნა, რომ ის ავტოკრატიული რეჟიმების მსგავსია. ბორელის თანაშემწე საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მათ ცრუ ნარატივს ევროკავშირი "ფარდას ახდის".
განცხადებებმა, რომელიც დარბაზში ისმოდა, "ქართული ოცნების" რეპუტაცია სრულად გააცამტვერა. ივანიშვილს ხელისუფლებას "მატყუარები" და "ყალბები" ეძახეს. "რუსი ოლიგარქი ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს" - ამბობენ ევროდეპუტატები. თუმცა, უმოქმედოდ ყოფნას არც ბრიუსელი აპირებს.
ახლა ყველა გადამწყვეტ არჩევნებს ელოდება - რას იტყვის ქართველი ხალხი. თუ არჩევანი პროევროპული ოპოზიციის სასარგებლოდ გაკეთდება, ევროკავშირში საქართველოს ისევ ელოდებიან. ევროპარლამენტში დებატებზე არაერთხელ თქვეს, რომ ქართველი ხალხის იმედი აქვთ. ახლა ხალხმა 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე უნდა იმოქმედოს იმ ძალის წინააღდეგ, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.