საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ იმუშავა - სვენ მიქსერი
ევროპული კავშირის წევრები მხარს უჭერდნენ ქვეყანას, მიანიჭეს კანდიატის სტატუსი, მაგრამ მთავრობამ, სამწუხაროდ, იმუშავა ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ - ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მსჯელობისას, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
მან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ეწინააღმდეგება ხალხის მისწრაფებებს. კანონის მიღება, რომელიც სერიოზულად ზღუდავს არასამთავრობოების ფუქნციონირებას, რომელიც ახორციელებს შევიწროვებას უმცირესობებისას, ეს გახლავთ ნაბიჯები, რომელის სრულიად ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს. ევროპული კავშირის წევრები მხარს უჭერდნენ ქვეყანას, მიანიჭეს კანდიატის სტატუსი, მაგრამ მთავრობამ, სამწუხაროდ, იმუშავა ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება აუცილებელია“,- განაცხადა მიქსერმა.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა, ოპოზიციის დევნა, სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ რეორესიები და უარი თქვას ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზე.