"ქართულ ოცნებას" სურს, ჩაეხუტოს რუსეთს - რეინერ ვან ლანსკოიტი
"ქართულ ოცნებას" სურს, ჩაეხუტოს რუსეთს, რომელიც მათი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროდეპუტატმა რეინერ ვან ლანსკოიტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ევროპარლამენტარმა ივანიშვილის ხელისუფლება ცრუ ნარატივის გავრცელებაში ამხილა და "ოცნების" ლიდერები, პრაქტიკულად, კორუფციაში დაადანაშაულა.
საქართველოში ახლაც იგივე ბრძოლა მიმდინარეობს, ბრძოლა თავისუფლებისთვის, მათ ებრძვით "ქართული ოცნება". ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, იმუქრებიან ოპოზიციის აკრძალვით, მათ სურთ ჩაეხუტოთ რუსეთს, რომელიც ახდენს ტერიტორიების ოკუპაციას. ისინი აჟღერებნ ინფოს, რომ რუსეთი უდრის მშვიდობას, ევროპა კი ომს. ისინი იტყუებიან, რადგან დემოკრატია ახდენს კორუმპირებული ლიდერების ფულის კონფისკაციას და მათ ჩამოაშორებს ხელისუფლებას, - ამბობს რეინერ ვან ლანსკოიტი.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.