გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს და EU-ის ურთიერთობებში პროგრესი ვერ იქნება - ევროპარლამენტარი

08.10.24 20:54
გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს და EU-ის ურთიერთობებში პროგრესი ვერ იქნება - ევროპარლამენტარი

გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს და EU-ის ურთიერთობებში პროგრესი ვერ იქნება - ამის შესახებ ვროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას, ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსული კანონი “დარტყმას აყენებს მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, სიტყვის თავისუფლებას.“

ევროპარლამენტარმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორი იმედი ჰქონდა, რომ რუსული ძალა ქვეყანას დატოვებდა.

როცა ვიზიტით ვიყავი 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის დროს და დაცლილ გორში გავიარე, ვიმედოვნებდი რუსული ძალა მალე გავიდოდა ქვეყნიდან და ევროპული მომავალი ექნებოდა საქართველოს. თუმცა რა ხდება დღეს, რუსეთი ისევ აგრძლებეს აგრესიას, საქართველო კი შორდება ევროპას. ხალხს ევროპული მომავალი სურს, მთავრობა კი ხალხს აშორებს ამ მიზნისგან. გამჭვირვალობის კანონი დარტყმას აყენებს მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, სიტყვის თავისუფლებას. (რუსული კანონი) უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება პროგრესი საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებში, - განაცხადა პაეტიმ.

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.  იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.

რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები