რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ყალბი ნარატივების გავრცელებას, ქართველი ხალხის მისწრაფებას ვერ ჩაახშობენ - კოლსი

08.10.24 21:15
რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ყალბი ნარატივების გავრცელებას, ქართველი ხალხის მისწრაფებას ვერ ჩაახშობენ - კოლსი

რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გაავრცელოს ყალბი ნარატივები, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. 

კოლსმა რუსული კანონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ეს არის დამანგრეველი კანონი, რომელიც მძიმე სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც.“

რასაც ვაკვირდებით საქართველოში, ეს არის დემოკრატიის დემონტაჟის მცდელობა წინასწარ განზრახული მცდელობა. მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე ეს არის დამანგრეველი კანონი, რომელიც მძიმე სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. [...] საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ამას. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული არჩევნები შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროპულ გზას.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გაავრცელოს ყალბი ნარატივები, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც“, - განაცხადა კოლსმა.

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.  იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.

რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები