ზუსტად ვიცით, რომ ოპოზიცია სერიოზულად უგებს “ოცნებას“ - მამუკა ხაზარაძე შიდა კვლევებზე საუბრობს
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შიდა კვლეევბზე საუბრობს და ამბობს, რომ ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია “ოცნებას“ სერიოზულად უგებს.
როგორც ხაზარაძემ “რეაქციაში“ განაცხადა, საზოგადოება ამას არჩვენებზე, 18 დღეში ნახავს.
ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები, რომელსაც არ ვასაჯაროებთ და ვატარებთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ვატარებთ ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და მონაწილეობით, ზუსტად ვიცით, რომ ოპოზიცია სერიოზულად უგებს ოცნებას, ვიცით ჩვენი ადგილი სად არის, როგორ გავიზარდეთ, საკმაოდ სერიოზულად. ამიტომ, ამას არჩევნებზე ნახავთ, რომ დღეს რაზედაც ვისაუბრე, 18 დღეში გაფორმდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, “18 დღეში, როდესაც გავისტუმრებთ “ოცნებას“, ივანიშვილიანად, მეორე დღესვე დაიწყება ევროპისკენ სწრაფი ინტეგრაცია და მოლაპარკებების დაწყება.“