“ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება - რაფაელ გლუკსმანი
ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, კრემლთან გარიგება დადო და თან ევროპას დაუახლოვდე - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ “ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით , რადგან “ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება.“
ქართველების გული ევროპისთვის ძგერს. ქუჩებსა და სკვერებში ახალგაზრდა ადამიანები აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს. ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ. ქართველი დემოკრატები ჩვენგან ელოდებიან, რომ გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას.
ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია, კრემლთან გარიგება დადო და თან ევროპას დაუახლოვდე. შეუძლებელია, გააგრძელო ანტიდემოკრატიული კანონების წინ წაწევა და თან დაუახლოვდე ევროპას, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი სამუდამოდ და თან დაუახლოვდე ევროპას. “ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.