დავამთავროთ ეს 12 - წლიანი ჭაობი - გიორგი ვაშაძე

08.10.24 23:45
დავამთავროთ ეს 12 - წლიანი ჭაობი - გიორგი ვაშაძე

დავამთავროთ ეს 12 - წლიანი ჭაობი. ყველას მოგვბეზრდა, წარმოუდგენელია, რა რეალობაში ვცხოვრობთ - ტყუილი, სიძულვილის ენა, მუდმივი დაპირისპირება- ამის შესახებ “ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “მთელი მთელი ევროპა და ამერიკა უყურებს ქართველ ხალხს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ არჩევნებზე და სწორედ ახლა უნდა ვაჩვენოთ - “სად დგას ღირსეული ქართველი ხალხი.“

ჩვენ გვინდა ეროვნული თანხმობა, შერიგება, მუშაობა, შრომა, აღმშენებლობა, წინსვლა - საოცარი პერსპექტივა აქვს ქვეყანას. არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი გარშემომყოფებიც მოდით არჩევნებზე.

20 ოქტომბერს დიდი აქცია იგეგმება, ჩვენც შევუერთდებით, ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რათა დავანახოთ მსოფლიოს - სად დგას ღირსეული ქართველი ხალხი.

მთელი ევროპა და ამერიკა, ახლა, უყურებს ქართველ ხალხს, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ. ევროპარლამენტმა უკვე რამდენი დებატი მიუძღვნა საქართველოს. ევროკომისიამ ცალკე კომისარი გამოყო - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის გაწევრიანებაზე. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. გამოვიყენოთ ეს შანსი და წავიდეთ წინ.

დიდი მომავალი გვაქვს, საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები