საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

09.10.24 11:33
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოში უკვე გააგზავნა. 

"ემგიდის" დამფუძნებელი, რომელიც ემიგრანტების ხმის დაცვაში აქტიურად არის ჩართული, ამბობს, რომ საარჩევნო უბნის დახურვის რეალური მოტივი არის ის, რომ "ქართულ ოცნებას" ისრაელში ძალიან ცოტა ემიგრანტი უჭერს მხარს. 

ეს წერილი ახლა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა 26 სექტემბერს მათ თვითონ გამოაგზავნეს წერილი, სადაც დაწერეს, რომ უბნის გახსნის რეკომენდაციას ისრაელშ აძლევდნენ, არის მაიპულაცია, არის მიზანი ამ წერილის ის, რომ დაიხუროს უბანი. ისრაელიდან ძალიან ცოტა ხმას ელოდება „ქართული ოცნება“, წინა არჩევნებზეც ვნახეთ, რომ უმრავლესობა აძლევს ოპოზიციას ხმას და ახლა კიდევ უფრო შეცვლილია მდგომარეობა და ბუნებრივია, მათ იციან, რომ შეიძლება 10% ვერ ასცდეს იქიდან ხმები და აწყობთ, უბრალოდ, ამ უბნების დახურვა. მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს, - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

 

ცესკოს წევრი კოალიცია "ძლიერი საქართველოდან" გიორგი სიორიძეც ფიქრობს, რომ ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ მთავრობის რეკომენდაცია არჩევნებში მათ წაგების შიშებს ემსახურება.

განსხვავებით, მაგალითად, უკრაინისგან, ისრაელის სახელმწიფოს არ მოუთხოვია სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არ ჩატარდეს არჩევნები. შესაბამისად, სანამ ასეთი მოთხოვნა არ გვექნება უშუალოდ ისრაელის სახელმწიფოსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ემსახურება ხელისუფლების შიშებს, რომ ისრაელში, ისევე როგორც უმეტესობა უბნებში საზღვარგარეთ, რომელიც შეიქმნება, ოპოზიციამ შეიძლება გაიმარჯვოს, - ამბობს გიორგი სიორიძე.  

11 ოქტომბერს ცესკო სხდომას გამართავს. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე გადაწყვდება ისრაელის საკითხიც

მსგავსი სიახლეები