ევროკავშირმა დაამთავრა ივანიშვილთან ურთიერთობა - ვაშაძე
"ერთიანობის "ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირმა და ამერიკამ დაამთავრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა.
დადგა დრო ჩვენ დავამთავროთ ურთიერთობა ივანიშვილთან - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და "ოცნების" ჩამშლაზე საუბრობს.
მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევენბში 20%-ზე მეტს ვერ აიღებს.
ევროკავშირმა დაამთავრა ივანიშვილთან ურთიერთობა. ასევე გააკეთა ამერიკამ. ყველა ეს განცხადება ამას მიუთითებს. არ აპირებენ შეხვედრასაც კი, ამიტომ, დადგა დრო ჩვენ დავამთავროთ ურთიერთობა ივანიშვილთან. ამიტომაც არის რომ ჩამოშლილია "ქართული ოცნება". შიგნით ძალიან დიდი პრობლემები აქვთ და დარწმუნებული ვარ ისინი 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ ამ არჩევნებში და საბოლოოდ განადგურდებიან, იმიტომ, რომ არცერთი ანტიქართული ძალა არ შეიძლება იყოს ხელისულფებაში", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან - ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის საერთო პროექტი შეათანხმეს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის დოკუმენტში ასევე მოხვდა ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე.