26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გენიჭებათ ძალა, უთხრათ "არა" მატყუარა, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას - ანა ნაცვლიშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გუშინ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატები შეაფასა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროდეპუტატების გზავნილები ცხადი და ნათელია, რომ თუ 26 ოქტომბერს "ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვალა, ქვეყანა ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპასთან უვიზო მიმოსვლაც შეჩერდება.
ანა ნაცვლიშვილმა ასევე მოქალაქეებს შეახსენა, რომ 26 ოქტმბრის არჩევნებზე მათ ენიჭებათ ძალა, შეცვალონ რუსული ხელისუფლება და უთრან "კი" ევროპას და კეთილდღეობას.
გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ქართული ოცნების“ რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო ახლა არის გაჩერებული. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სულ რაღაც 17 დღეში, 26 ოქტომბერს გენიჭებათ ძალა, რომ უთხრათ „არა“ მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრათ „კი“ ევროპას, უთხრათ „კი“ საქართველოს მომავალს, უთრათ „კი“ ევროპულ უსაფრთხოებას და ევრიპულ კეთილდღეობას.ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მრაგველაშილი, „ლელო“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს. უმწვავესი დებატები ევროკომისრის წარმომადგენელმა ვერა იუროვამ გახსნა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში ვრცელი მოხსენება წაიკითხა. იუროვამ პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირი "ოცნების" ქმედებებით შეშფოთებულია და აღნიშნა, რომ ის ავტოკრატიული რეჟიმების მსგავსია. ბორელის თანაშემწე საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მათ ცრუ ნარატივს ევროკავშირი "ფარდას ახდის".
კრიტიკულები იყვნენ საკუთარ გამოსვლებში ევროპარლამენტარებიც. ევროდეპუტატებმა ივანიშვილს ხელისუფლებას "მატყუარები" და "ყალბები" ეძახეს და პირდაპირ თქვეს, რომ ახლა მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი აქვთ.