პირადი ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია - ანა კობახიძე საჯარო მოხელეებს აფრთხილებს

09.10.24 15:08
პირადი ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია - ანა კობახიძე საჯარო მოხელეებს აფრთხილებს

ანა კობახიძე- უნდა შევახსენოთ ყველა საჯარო მოხელს და მათ უშუალო ხელმძღვანელს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ანა კობახიძე საჯარო მოხელეებს და მათ ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ პირადი სახის ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა, რომელიც საარჩევნო ერთიან სიაშია დატანილი, სისხლის სამართლის დანაშაულია. საქმე ეხება საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამორთმევას.

ამასთან, კობახიძე ცესკოს ადმინისტრაციას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე მკაცრი კამპანია ჩაატაროს. 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა კვირასაც გავასაჯაროეთ მსგავსი ფაქტები, როცა საქმე ეხებოდა საკრებულოებსა და გამგეობებში თანამშრომლების მიერ პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ჩამორთმევას.

უნდა შევახსენოთ ყველა საჯარო მოხელს და მათ უშუალო ხელმძღვანელს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციას კვლავ მოვუწოდებ, რომ ჩაატაროს მკაცრი კამპანია, რათა ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით პირადი სახის ინფორმაცია, რომელიც დატანალია საარჩევნო ერთიან სიაში.
ასეთი ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა, პირველ რიგში არის სისხლის სამართლის დანაშაული და  შემდეგ ეს იწვევს მანიპულაციის რისკის არსებობას,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები