კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში - პრეზიდენტს ამ წუთებში გახარიას გუნდი ხვდება
პოლიტიკური კონსულტაციები ათონელის რეზიდენციაში - პრეზიდენტთან შესახვედრად ამ წუთებში გახარია პარტიის ლიდერები იმყოფებიან. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა მართავენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება თავად გიორგი გახარიაც. ინფგანხილვის მთავარი თემა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ დროებით მთავრობასთან დაკავშიებით პრეზიდენტის ინიციატივაა.
შეხვედრაზე შესვლამდე გახარიას პარტიის წევრები მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და თქვეს, რომ მეტს შეხვედრიდან გამოსვლის შემედგ იტყვიან.
უკვე მესამე დღეა ათონელის სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ კოალიცია "ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ყველა მათგანი ამბობს, რომ ქართული ქარტიის ერთგულები რჩებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.