ღარიბაშვილი ელის, რომ ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუციის შემდეგ, კიდევ სხვაც იქნება
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშივლისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, "ქართლი ოცნების" გაუჩინარებული თავმჯდომარე კამერების წინ გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუციის შემდეგ, კიდევ სხვაც იქნება.
ღარიბაშვილმა რეზოლუცაის სამარცხვინო უწოდა და ევროპარლამენტარებზე იერიშიც მიიტანა.
"ევროპარლამენტის რეზოლუციას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას" - განაცხადა "ოცნების" თავმჯდომარემ.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ არის პირველი რეზოლუცია და ალბათ არ იქნება ბოლო, ჩვენ ბევრი ასეთი უსამართლო რეზოლუციის პროექტი თუ თავად რეზოლუცია გვინახავს. გახსოვთ, ორი წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი-ორი კვირით ადრე მიიღეს ანალოგიური შინაარსიის უსამართლო, მე ვიტყოდი, სამარცხვინო რეზოლუცია, სადაც იყო დაახლოებით ანალოგიური შინაარსის მესიჯები, რომ დაასანქცირეთ ბატონი ივანიშვილი, გამოუშვით სააკაშვილი, კეზერაშვილი მოხსენიებული იყო, როგორც მედიის მენეჯერად და არ მისცეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს რეზოლუცია იყო ორი წლის წინ, ხალხს რომ გავახსენო. ახლა, სწორედ ორი კვირით ადრე, ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მფარველი ლობისტები, მათი დახმარებით ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მორიგი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეეებში თავხედური ჩარევისა. ამას დავარქმევდი თავხედურ ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
495 მოხმრე და 73 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში ივანიშვილის და მისი მსახურების დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს და სხდომათა დარბაზში პრატიკულად არ დარჩენილა არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.