შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრა გახარიამ პრეზიდენტთან

09.10.24 16:25
შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრა გახარიამ პრეზიდენტთან

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია - ამის შესახებ გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილთან შევედრის შემდეგ ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებასა და კონკრეტულ თანამდებობებზე საუბარი დღეს არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს, გახარია ამბობს, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კანდიდატურა დასახელდება.

ჯერ ხომ არავინ დასახელებულა. რომ დასახელდეს, ამაზე ვისაუბროთ მერე, - თქვა გიორგი გახარიამ. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგია.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა მკაფიო პოზიცია და დღესაც იგივე პოზიცია დავუფქსირეთ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის გაუგებარი და არ არის ისაღები, - ამბობს გახარია. 

ოპოზციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ბრძოლის მთავარი ხაზი დემოკრატიის დაცვასა და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე გადის. 

ჩვენს პოლიტიკურ ძალას არასდროს არანაირი ბრძოლები თანამდეობისთვის არ ჰქონია, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ვხედავთ სად არის ბრძოლის მთავარი ხაზი. ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს დემოკრატიის დაცვაზე გადის და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე გადის, ამიტომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე დღეს საუბარი არ ყოფილა, ეს ერთი და მეორე, ჩენ, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ვთვლით, რომ პარლამენტი იქნება ის ძირითადი ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ქართული დემოკრატია და სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. 

რა თქმა უნდა, ვადები მნიშვნელოვანია. სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, ისინი ვერ თანხმდებიან კანდიდატურებზე. საერთოდ არ არის ეს ჩემთვის მთავარი მიზანი, - ამბობს გიორგი გახარია.

ამასთან, ყოფილი პრემიერი ისევ იმეორებს, რომ მისი პარტიის მიზანია, არჩევნებში "ოცნება" ისე დამარცხდეს, რომ ძალაუფლება ენმ-ს ხელში არ აღმოჩნდეს.   

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ხაზგასმით მინდა, აღვიშნო. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩაოვაშოროთ „ოცნება“ ისე, რომ ენმ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყევლასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას, - ამბობს გახარია. 

უკვე მესამე დღეა ათონელის სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ კოალიცია "ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ყველა მათგანი ამბობს, რომ ქართული ქარტიის ერთგულები რჩებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.  

მსგავსი სიახლეები