სერგო ჩიხლაძე- “ ლაგოდეხის სოფლებში “ ქართულ ოცნებას” განაჩენი გამოუტანეს

09.10.24 16:22
სერგო ჩიხლაძე- “ ლაგოდეხის სოფლებში “ ქართულ ოცნებას” განაჩენი გამოუტანეს

“ლაგოდეხი ბიძინას, “ ქართულ ოცნებას”, ჭაობს, სიღარიბეს და იზოლაციას უარს ეუბნება,- ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ლაგოდეხში მოსახლებასთან შეხვედრისას განაცხადა. 

 მისი თქმით, ლაგოდეხი ქვეყნის პერსპექტივას, ერთიანობასა და ევროკავშირს ირჩევს. 

“ლაგოდეხის სოფლებში “ ქართულ ოცნებას” განაჩენი გამოუტანეს. ლაგოდეხი ბიძინას, “ ქართულ ოცნებას”, ჭაობს, სიღარიბეს და იზოლაციას უარს ეუბნება. 

 აქ ევროაკვშირს, ერთიანობას, 5 ნომერს, უზრუნველ ცხოვრებას, დაფასებულ შრომას, დაფასებულ პენსიონერებს, დაფასებულ პედაგოგებს და ამ ქვეყნის პერსპექტივას ირჩევენ”,- განაცხადა ჩიხლაძემ.
 

მსგავსი სიახლეები