ივანიშვილი კი არა, ყველა სხვა, ვინც ქართულ დემოკრატიას ვნებს, იმსახურებს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია იმ მოსალოდნენ შედეგებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება სანქცირებამ ქვეყანას მოუტანოს.
"მაგნიტსკის სიით დასანქცირებული რამდენიმე დეპუტატი რომ გვყავდეს მომავალ პარლამენტში, ეს ძალიან მძიმე რამეა"- ამბობს გახარია.
ყოფილი პრემირი ხაზგასმით აცხადებს, რომ ივანიშვილი და ყველა პირი, ვინც ქართულ დემოკრატიას ვნებს, იმსახურებს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს.
როდესაც საუბარია რაღაც სავიზო შეზღუდვებზე, საერთოდ პრობლემა არ არის, მაგრამ, როდესაც საუბარია მძიმე სანქციებზე, მაგალითად ფინანსურ სანქციებზე "მაგნიტსკის სიით". ეს ძალიან მძიმე რამეა. ახლა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგნიტსკის სიით დასანქცირებული რამდენიმე დეპუტატი რომ გვყავდეს ჩვენ მომავალ პარლამენტში, ეს ძალიან მძიმე რამეა, ეს ქვეყანასაც ავნებს. ივანიშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა, ვინც ქართულ დემოკრატიას ვნებს, იმსახურებს იმას, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს. და თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა დავაბრუნეთ ევროპაში და ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე სანქციების გარეშე, მე ეს მირჩევნია. თუ არადა, თავის თავს დააბრალონ, ეხლა რა ვუყოთ", - განაცხადა გახარიამ.
495 მოხმრე და 73 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში ივანიშვილის და მისი მსახურების დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს და სხდომათა დარბაზში პრატიკულად არ დარჩენილა არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.