ყველას, ვისაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა, 20 ოქტომბრის მარშს შემოუერთდით - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, 20 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ სახალხო მსვლელობას შეუერთდნენ. მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მფლიოსთვის, რომ საქართველო ევროპულ გზას ირჩევს.
20 ოქტომბერს მარში დაიწყება 4 სხვადასხვა ლოკაციიდან, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ჩაინიშნონ ეს თარიღი საკუთარ კალენდარში. მარში დაიძვრება თავისუფლების მოედნისკენ და ყველა მოქალაქეს, ყველა გაერთიანებას, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული და ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩვენ ყველამ ერთად საქართველოს მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ და გავუგზავნოთ გზავნილი მათ შორის მსოფლიო თანამეგობრობას, რომ საქართველო ირჩევს ევროპულ გზას, გიწვევთ, რომ შემოგვიერთდეთ და დავანახოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა არჩევანს აკეთებს საქართველო, - ამბობს ნინო ლომჯარია.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში მასშტაბური სახალხი მსველობა დააანონსდა. სახალხო მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყება.
• მარჯანიშვილის მოედანი
• გმირთა მოედანი
• რესპუბლიკის მოედანი
• 300 არაგველის მოედანი
აქციის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ სურთ ევროპა და არა რუსეთი.