საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა - რა გეგმა აქვთ მოსარჩელეებს
"საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას" - ასე აფასებს ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლეების ვერდიქტს ქეთევან ერემაძე. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არა კანონს, არამედ პოლიტიკურ დაკვეთას ეფუძნება. 1 თვე და 9 დღე ექვსმა მოსამართლემ იმისთვის იფიქრა, რომ რუსული კანონის მოქმედება არ შეეჩერებინა.
9 მოსამართლიდან ორმა მოსამართლემ დაწერა, რომ კანონი შესაჩერებელია. ერთი
მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი განხილვებში ავადმყოფობის გამო ვერ მონაწილეობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა პრეზიდენტის წარმომადგენლებისთვის.
მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე და ვასილ როინიშვილი ეს ის მოსამართლეები არიან, ვინც რუსული კანონის აღსრულებას ხელი მოაწერეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ნონა წოწორიას შეფასებით, მთელი გადაწყვეტილება სამართლებრივი სტანდარტებით ჟონგლიორობაა და სხვა არაფერი.
ამასთან, ცნობილია, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას 4 მოსარჩელიდან სამი სტრასბურგში გააგრძელებს. არასამთავრობო სექტორი, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოს მიმართავენ, საშიში კანონი შეაჩეროს.