უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

09.10.24 20:00
უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

495 ხმა 73 ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართული ოცნების წინააღმდეგ დამტკიცებულია. ეს არის პირველი რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც ახალი მოწვევის ევროპარლამენტმა მიიღო. ევრო დეპუტატები  ხუთი მთავარი პოლიტიკური ჯგუფიდან ევროკომისიას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ხუთი პარტიის- განახლებული ევროპა (Renew Europe), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები
 და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) - მიერ წარდგენილ საერთო რეზოლუციას ევროპარლამენტმა დღეს, 9 ოქტომბერს, მხარი დაუჭირა.

რეზოლუციაში ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მტკიცედ გმობს რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღებას და ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

 ევროკავშირს უმაღლეს სტრუქტურებს ავალდებულებს, სანქციები გაატაროს ოლიგარქისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას.

ევროპარლამენტის რეზოლუცია - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები