"ოცნება" ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს - რა წერია "პირველების" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში

09.10.24 20:39
"ოცნება" ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს - რა წერია "პირველების" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში

საქართველოს მთავრობა ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. "პირველებმა" მოიპოვა წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუგზავნა. დარჩიაშვილის უწყება, წერს, რომ უბნის გახსნა უსაფრთხოების გამო არ არის მიზანშეწონილი. გამოდის, რომ მთავრობა ისრაელში მცხოვრებ ასობით ემიგრანტს, გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს. მას შემდეგ რაც წერილი პირველებმა მოიპოვა ცესკოს თავმჯდომარემ გზავნილის ნამდვილობა დაადასტურა.  

საქართველოს მთავრობის ინიციატივის გასაჯაროების შემდეგ, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გაოგნებას ვერ მალავენ. ამბობენ, რომ თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ათასობით ემიგრანტი  ხმის უფლების გარეშე დარჩება. მთავრობის არგუმენტები ემიგრანტების უსაფუძვლოა, რადგან ქალაქი, სადაც უბანი უნდა გაიხსნას, კონფლიქტის ზონიდან შორსაა და უსაფრთხოების ნორმებიც დაცულია. 

"ოცნება" ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები