,,ოცნება'' პირადობის მოწმობების მიტაცებაშია მხილებული
,,ქართული ოცნება'' პირადობის მოწმობების მიტაცებაშია მხილებული - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მმართველი პარტიის კოორდინატორებმა ოპოზიციურად განწყობილი ოჯახიდან პირადობის მოწმობები წაიღეს.
ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხია ამომრჩეველზე, რომ თუ თითქოს შენს პირად მონაცემებს, ვინმეს ჩააწერინებ, აუცილებლად ხმა მას უნდა მისცე, არადა ეს ტყუილია.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სახელებით და გვარებით ისაუბრა იმ ადამიანებზე რომლებიც, ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინების კამპანიით არიან დაკავებული. ერთ-ერთი "ქართული ოცნების'' დელეგატის დავით კოდუას მამაა.
პირადობის ჩამორთმევა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის შემდეგაც ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. კიდევ ერთი სავარაუდო დარღვევა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი არაფორმალური ჯგუფებია, ოპოზიციის ინფორმაციით, ეს ადამიანები თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ, იწერენ მათ პირად მონაცემებს.