გახარიას გუნდი: ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხა (ვიდეო)

09.10.24 19:42
გახარიას გუნდი: ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხა (ვიდეო)

 

 

"გახარია საქართველოსთვის" წევრებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავს დაესხნენ - პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებს "ოცნების ზონდერ აქტივი" გაუსწორდა.

შემთხვევა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა პარტიის წევრები, სააგიტაციო მასალას აკრავდნენ. 

პარტია დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს რამდენიმე პირი, რომლთა იდენთიფიცირება მარტივად შესაძლებელია. 

  • "აი, გახარიას, სადაც ეკუთვნის, პოლიტიკურ სანაგვეში მოხვდება 26 ოქტომბერს...", - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა. 
  • "ჩვენისთანა ახალგაზრდებით არის ეს ქვეყანა ფეხზე რომ დგას", - ისმის ჩანაწერში. 

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

ასე გამოიყურება ოცნების მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო"- წერს პარტია. 

"პირველებთან" პარტია "გახარია საქართველოსთვის" წერები მბობენ, რომ აგრესიული ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტიის წევრებს და აგინებდნენ ქალებს.  

ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, ვაკრავდით პლაკატებს, რა დროსაც ამაღლების ქუჩზე თავს დაგვესხა 4 ახალგაზრდა.

ეჯიკავებოდნენ პარტიის წევრებს,  ერთ მათგანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფაც, ქალბატონებს მოგვმართავდნენ უშვერი სიტყვებით. ჩაგვიშალეს საარჩევნო კამპანია. გვეუბნებოდნენ, რომ პლაკატები არ უნდა გაგვკერა, რადგან ჩვენ ვიყავით "მოღალატეები" და "მოღალატეების" გუნდის წევრები.

თვითონ დამიდასტურეს, რომ ცხოვრებენ ამ უბანში“, - ამბობს პარტია "საქართველოს" წევრი.

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ თავდამსხმელების იდენთიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტია მტკიცებულებებს სადამკვირველო მისიის წარმომადგენლებს გადასცემს. 

ადგილზე პოლიციაც იყო გამოზახებული. სამართადამცავებმა პარტიის წევრები გამოკითხეს: 

 ეს ყველაფერი არ დაგვავიწყდეს რისი გამოძახილია, ეს არის შალვა პაპუაშვილი 26 ივლის განხორციელებული მუქარის გამოძახილი. ამ ყველაფერს მოვაწვდი დამკვირვებელს, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ ყველაფერზე სათანადო რეაგირება. სწორი კვალიფიკაციით დაიწყება გამოძიება და გადაუგზავნიან ამას შესაბამის საგამოძიებო უწყებას. იდენტიფიცირებადია, აბსოლუტურად ყველა ამ უკანონობის ჩამდენი პირი სახეზე. ვიდეოები გადაღებული გვაქვს, ფოტო მასალა გადაღებული გვაქვს’’,- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები