საქართველო ირჩევს ევროკავშირს - თბილისში ევროპული მარშისთვის ემზადებიან
20 ოქტომბერი - მარში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თბილისში სახალხო მსვლელობა მოეწყობა და ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების მთავარი გზავნილი, რა სურთ მათ. ვიდრე ადამიანები საკუთარ არჩევანს უბანზე ხმას მისცემენ, მანამდე მთელ მსოფლიოს გააგონებენ ხმას, რომ არ ეთანხმებიან რუსულ პოლიტიკას.
გზავნილი მსოფლიოსთვის და გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ქართველი ხალხი "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ ეტყვის, რომ მათი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთ.
ხალხმა იცის, რომ 26 ოქტომბერი ეს არის, არა რომელიმე პარტიის არჩევის, არამედ ქვეყნის გადარჩენის დღე, როცა მკაფიოდ უნდა ვთქვათ, გვინდა ევროპა თუ გვინდა რუსეთი.