ბრძოლა კრიტიკული მედიების წინააღმდეგ

09.10.24 20:46
ბრძოლა კრიტიკული მედიების წინააღმდეგ

"TV პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" მარეგულირებელმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დღეს ევროკავშირის ელჩის მიერ "ამაზრზენად" შეფასებულ "ქართლი ოცნების" საარჩევნო კლიპებს იცავდა. 

კრიტიკულ არხებს იმის გამო სჯიან, რომ ეთერში არ გავუშვით, "ქართლი ოცნების" პროპაგანდისტული საარჩევნო კლიპები, რომელიც მოქალაქეების დაშინებას ემსახურება. 

4 სარჩელი ბოლო 7 კვირაში - დამოუკიდებელი არხების წინააღმდეგ ყველა სარჩელის ავტორი ქართული ოცნებაა. ეს სტატისტიკა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თვალსაჩინო დადასტურებაა იმის, რომ ხელისუფლება კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს და მათ შორის იყენებს როგორც მარეგულირებელ კომისიას, ისე სასამართლოს და ფინანსურ ჯარიმებს.

ბრძოლა კრიტიკული მედიების წინააღმდეგ - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები