მომავალი შენია! - კოალიცია "ცვლილებისთვის" შეხვედრას ქუთაისში მართავს

09.10.24 21:39
მომავალი შენია! - კოალიცია "ცვლილებისთვის" შეხვედრას ქუთაისში მართავს

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ქუთაისში არიან - ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს - თქვა ნიკა მელიამ ქუთაისში გამართულ ყრილობაზე.

„საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი, როგორც ყოველთვის. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს მართალი, როგორც ბევრი ისტორიული ქარტეხილის დროს ყოფილა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც თავის დახრას და ბოდიშის მოხდას გვთხოვს სიმართლისთვის, ღირსებისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია! ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც არის სიმართლე და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ვართ"- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. 

მისი თქმით, 26 ოქტომბერს მთელი საქართველო უნდა წავიდეს არჩევნებზე.

მისი თქმით, ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს.

ეს არჩევენები არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის.

გთხოვთ, მოვინდომოთ და არ დავრჩეთ სახლში 26 ოქტომბერს. ყველა დავუბრუნდეთ ჩვენ ჩვენი რეგისტრაციის ადგილებს. ძალიან ბევრი ემიგრანტი მიდის ასობით კილომეტრის გასავლელად, რომ იქიდან შემოგვეხიდოს. ძალიან ბევრი იმერელი ცხოვრობს თბილისში, ან 25 ოქტომბერს, ან 26 ოქტომბერს ყველანი უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს. 26 ოქტომბერს, საღამოს 8:00 საათზე ყველამ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. 26 ოქტომბერს ყველას დაგვებრუნებინოს წარმატება, გამარჯვება, სიხარული, ბედნიერება და რწმენა საკუთარ თავებში “, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კოალიცია "ცვლილებისთვის" კიდევ ერთმა ლიდერმა  ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება. 

გვარამია ამბობს, რომ საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„რა გვინდა ჩვენ? - ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.

ჩვენ ვარ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქია, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.

ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ

მსგავსი სიახლეები