სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველების ადგილი ევროპაში არ არის

09.10.24 22:39
სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველების ადგილი ევროპაში არ არის

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველების ადგილი ევროპაში არ არის, ჩვენი ადგილი არის საბჭოთა კავშირში - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "საჯარო პოლიტიკასთან" განაცხადა. 

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას ქართველი ხალხის ევროპული კურსისგან ჩამოშორება გამოუვიდა, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა:  

თუ ეს გაუვა პუტინს, გაუვა ბიძინა ივანიშვილს, პირველი, რაც მოხდება იქნება, რომ გაგვიუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ქართველებს შეეძლებათ მხოლოდ იარონ მინსკში. რაც შეეხება ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს,  საქართველოში
 რუსული ტიპის  რეჟიმის საბოლო გაფორმება გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში, რაც არსებობს დასავლური ინვესტიციები გავა, ჩამოიშლება ბევრი ეკონომიკური ფაქტორი და საქართველო დარჩება უბრალოდ გაუქმებულ დემოკრატიად, ასევე აბსოლუტურად გაღატაკებულ ქვეყნად, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გავხდებით რუსეთის ეკონომიკის დანამატი"- დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები