მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს

09.10.24 23:09
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს

„ძლიერი საქართველო“ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს - მამუკა ხაზარაძემ დიდუბეში ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. 

ხაზარაძის თქმით, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ნებისმიერ პროფესიაში იყოს მოწინავე ადგილას.

ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს, მივესალმები ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ პროცესში ჩართულები და მოწინავე რიგებში - აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას. 

ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს. მივესალმები იმას, რომ ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ ამ პროცესში ჩართულები და მოწინავე რიგებში იყვნენ. ამას კანონმდებლობა არ სჭირდება, ამას სჭირდება სურვილი.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სიის ნახევარი იყოს ქალი. ეს კულტურა უნდა დაინერგოს. ეს არ არის რევერანსი, ეს არის საქმისთვის საჭირო საკითხი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  ქართული ეკონომიკა დგას უცხოეთიდან გზავნილებზე, რაც უნდა შეიცვალოს - შეიქმნას ქვეყანაში სამუშაო ადგილები და დაიწყოს წარმოება.

დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას. იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები გაქრა, ადამიანები უცხოეთში წავიდნენ. 2023 წლის მონაცემებით, ჩვენმა ემიგრაციამ 4 მილიარდი დოლარი გადმორიცხა. ამაზე დგას ქართული ეკონომიკა. ჩვენ გპირდებით იმას, რომ ეს პროპორცია შეიცვალოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქვეყანამ დაიწყოს ისეთი წარმოებები, რომებიც გენერირებას გაუწევს ჩვენს ბიუჯეტს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობაზე გაამახვილა: 

„ამის გამოწვევ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ნარკომანია, უმუშევრობა, სათამაშო ბიზნესი, ისეთი, რამ რაც ადამიანს აგდებს კრიტიკულ მდგომარეობაში რის შემდეგაც აგრესია იჩენს თავს.

ნარკომანიას უნდა გამოვუცხადოთ სერიოზული ბრძოლა. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ამ საკითხზე ღიად დავიწყეთ საუბარი. ინიექციური ნარკომანიით ჩვენ მსოფლიოში 1-ელ ადგილზე ვართ, რაც არის კატასტროფა. ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ, რადგან ერი გვიკვდება.

სათამაშო ბიზნესი, რომელიც მთელი ეკონომიკის 1/3-ია ისე უნდა დაიბეგროს, რომ არ დაიხუროს, მაგრამ სამართლიანად დაიბეგროს და თანხა ბიუჯეტში შევიდეს, რომელიც პენსიონერებს უნდა დავურიგოთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები