არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გვიანი იქნება - დევიდ კრამერი

09.10.24 23:39
არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გვიანი იქნება - დევიდ კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე უნდა დასანქცირდეს. 

როგორც კრამერმა "ტვ პირველის" გადაცემა "პირველი ხაზისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ძირითადი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უნდა იყოს.

აშშ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები უკვე გადადგეს":  

ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეუძლია და გააკეთებს, ეს  ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სანქცირებაა. დასანქცირებას იმსახურებს სპიკერიც... მაგრამ, ძირითადი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მე ამაზე დიდი ხანია, დებატები მაქვს, დიდი ხანია ამის დროა, მე არ ვიცი, არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩვების შემდეგ, თუმცა ჩემი აზრით, არჩვების შემდეგ გვიანი იქნება.

ეს არის ძირითადი ნაბიჯი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გადადგას. ჩვენ დაგვსანქცირებია სხვა პიროვნებები, ჩვენ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები, შევაჩერეთ დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები.

მიმაჩნია, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ამას ექნება ზეგავლენა და გაგზავნის სიგნალს, რომ კმარა, ჩვენ აღარ გვინდა მისი ავტორიტარული, პრორუსული მიმართულება, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგება ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს, რომელიც პროდასავლური და პროდემოკრატიული რჩება"- განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა. (სინქრონული თარგმანი)

რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ უმწვავეს რეზოლუციას, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი, დევიდ კრამერი აღნიშნავს, რომ  დასავლეთში ''ქართული ოცნების'' მიმართ იმედგაცრუება იზრდება". მიზეზე კი მისი თქმით, ის კურსია,  რომლითაც ''ქართულ ოცნებას'' მიჰყავს საზოგადოება.

ამერიკელი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მოქმედმა ხელისუფლებამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია და ქვეყანა "მცდარი გზით მიყავს". 

ჩვენ უკვე, მივიღეთ ზომები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გამოუცია კონკრეტული ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის წინააღმდეგ. მე მოველი, რომ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, არ ვიცი როდის, არჩევნებამდე თუ შემდგომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო" - განაცხადა მაღალჩინოსანმა. 

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველა სანქცია, რომელიც აქამდე იხილა საზოგადოებამ, ხელსიუფლების მიმართაა მიმართული და არავითარ შემთხვევაში ქართველი ხალხს არ ეხება: 

"თქვენ ჩვენი მეგობრები ვართ" - ამბობს კრამერი საქართველოს მოქალაქეების გასაგონად. 

ეს უნდა აიყოს ნათელი განაცხადი ხალხისთვის, რომ ეს ნაბიჯები მიმართულია ინდივიდუალური სანქციების მიმართულებით მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ავტორიტარული და პრო რუსული გზის არჩევისთვის. ის არ ეხება ქართველ ხალხს და ეს მესიჯი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები